მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, მსგავსი განცხადება ბევრი გვაქვს მოსმენილი - ცქიტიშვილის პასუხი კონსორციუმს

5e00c0f5b8f44
ინგა მურუსიძე
23.12.19 18:53
877
სამწუხაროდ, მსგავსი განცხადება ბევრი გვაქვს მოსმენილი, - ამ სიტყვებით პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, რომ „ინვესტორი უკვე იპოვეს“.

„რაც შეეხება ანაკლიას, დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს, კონსორციუმს და მის მოლოდინებს, სამწუხაროდ, ჩვენ ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა მე მაინც ვარჩევდი, რომ საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ თუ რა მოხდება, ხოლო მომავალზე ვილაპარაკოთ მაშინ, რაც საკონტრაქტო ვადა დასრულდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.