მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამწუხაროდ, ველოდებით რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება” - მსოფლიო ბანკი

62b082554e9fd
ანუკა ჯოხაძე
20.06.22 22:40
1493
ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ივნისის გამოშვების ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი რისკი სტაგფლაციაა. მათი შეფასებით, სტაგფლაციის რისკი პანდემიური წლების შემდეგ რეგიონში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმაც გაზარდა.

საქართველოში ინფლაციის მოთოკვა და ორნიშნულიანი მაჩვენებლის შემცირება საქართველოსთვისაც გამოწვევაა, 2022 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 13,3%-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას დაიწყებს, თუმცა სამიზნე მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტლამდე ვერ დაუახლოვდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია და მას შედეგი ექნება.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსის შეფასებით კი, საქართველოში ინფლაცია ზრდას გააგრძელებს, თუმცა ამ მიმართულებით მისი პროგნოზით, მომავალი წლიდან ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება უნდა დაიწყოს.

“საქართველოს ეკონომიკამ დიდი გამძლეობა (რეზისტენტულობა) აჩვენა. ჩვენ ველოდებით რომ ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, შესაძლოა უფრო მეტადაც. ზრდის კუთხით საქართველოში კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ნაკლოვანებებია - რაც ეხება მაღალშემოსავლიან სამუშაოებსა და ხელფასებს, რასაც სჭირდება დამატებითი განხილვა იმისთვის, რომ საზოგადოება სარგებელს იღებს ამ ზრდისგან.

რა თქმა უნდა, 13%-იანი ინფლაცია არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც გავლენა აქვს ქართველ ხალხზე. სამწუხაროდ, ჩვენ ველოდებით. რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება ზაფხულამდე, ხოლო შემდეგ დაიწყებს შემცირებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის ინფლაცია ნორმალურ ნიშულს დაუბრუნდება.”- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.