მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსული საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა

632ad6d463bc8
გიორგი თოლორდავა
21.09.22 13:15
3628
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვარდნის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა.

MOEX Russia Index-ის ღირებულება 24 საათში თითქმის 9%-ით შემცირდა, რაც 24 თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.

გარდა რეფერენდუმისა და მობილიზაციისა, ინვესტორების მიერ ნეგატიურ სიახლედ იქნა მიღებული მთავრობის მიერ რესურსების მოპოვებასა და საქონლის ექსპორტზე გადასახადების გაზრდის ინიციატივის დაანონსება.

ზოგადი ინდექსის ვარდნა, უმეტესწილად, უმსხვილესი კომპანიების: Gazprom-ის, Lukoil-ის, Sberbank-ისა და Novatek-ის აქციების შემცირდებით იყო განპირობებული.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ პუტინის განცხადებას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე საპირისპირო ტიპის ასახვა მოჰყვა: ნავთობის ფასი რამდენიმე საათში 2.5%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულებამ თითქმის 9%-ით მოიმატა, რაც უშუალო კავშირშია ომის გამწვავების რისკების ზრდასთან.