08.ნოემბერი.2018 15:13
ეკონომიკა

სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, შსს-ს და სდსს-ს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, შსს-ს და სდსს-ს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით.

„2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით 100-510 ლარით გაეზრდება. ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 000-მდე თანამშრომლის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, დაახლოებით 2 900 ადამიანს. ასევე პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდა. ხელფასი ასევე გაეზრდებათ სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

24.აპრილი.2019 10:00
14

რევაზ არველაძე: ალბათ, საქართველოში ატომური ელექტროსადგური დაგვჭირდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
8

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
35

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
47

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
75

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
98

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად