06.აგვისტო .2020 15:30

სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ - ირაკლი ღარიბაშვილი

views 646
უკან

თავდაცვის მინისტრის განცხადებით ქართველ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდებათ და წარჩინებული სამხედროები და მათ ოჯახები 750 ლარიანი მინისტრის სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ახალი ინიციატივის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამით სახელმწიფო იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე და წაახალისებს მათi განათლების დონის ამაღლებას.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ჩვენს სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს ხელს შევუწყობთ უმაღესი განათლების მიღებაში და ამადროულად შევუმცირებთ იმ ფინანსურ დანახარჯებს, რომელთა გაწევაც მათი ოჯახის ბიუჯეტიდან უწევდათ.

განათლება თავდაცვის უწყების ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

აქვე გაცნობებთ ჩვენს მეორე ინიციატივას მაღალი აკადემიური მოსწრების სამხედრო მოსამსახურეების, მათი მეუღლეებისა და შვილებისთვის ვაწესებთ სემესტრულ 750 ლარის ოდენობის მინისტრის სტიპენდიას.

გვჯერა, რომ შევეცდებით წავახალისოთ და კიდევ უფრო ავუმაღლოთ მოტივაცია წარჩინებულ სამხედროებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა