მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ჯავშნები უქმდება - ტურისტული კომპანია

62751850b03b5
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 21:13
5134
“თრეველ შოპის” დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიის მთავარი ბაზრიდან - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჯავშნები უქმდება, რადგან რეგიონში მიმდინარე ომის გამო ვიზიტორები საქართველოში ჩამოსვლას ერიდებიან.

“ჩვენი ძირითადი ბაზარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საიდანაც ჯავშნები უქმდება. მიზეზი რეგიონში შექმნილი ვითარებაა, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლის ეშინიათ. ცალკეული ვიზიტორები 2-3 ადამიანი მაინც ჩამოდის, მაგრამ ჯგუფურად ჩამოსვლისგან თავს იკავებენ. შედეგად ჯგუფური ტურები გაუქმებულია. ივნისში ძალიან მცირე ტურები დაგვრჩა. ამის გამოა რომ ზაფხულის სეზონს დიდი ოპტიმიზმით არ ვხვდებით. იმედია, ვითარება დასტაბილურდება, რადგან ზოგიერთმა ჯგუფმა ჯავშანი სექტემბრისთვის გადაწია”, - ამბობს მაჯგალაძე.

მისივე თქმით, რთულია მაგალითად, სინგაპურში ვიზიტორი დაარწმუნო, რომ რეგიონში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხოა და ეს მთავრობასაც გაუჭირდება.

“ვითარებას მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ. იმედი მაქვს სექტემბერ-ოქტომბერში ვითარება დასტაბილურდება და ვიზიტები სრულად აღდგება. ამ ეტაპზე ორი ქვეყნიდან გვაქვს ვიზიტების ზრდა: ბელარუსი და ყაზახეთი. ყაზახეთთან გაზრდილია, რადგან ბევრი რეისი დაინიშნა, თან სტაბილური ბაზარია, საიდანაც ვიზიტორები ყოველთვის ჩამოდიან. წელს დაჯავშნის პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, რის გამოც კარგი წლის მოლოდინი გვქონდა”, - ამბობს მანჯგალაძე.