მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა აშშ-ს კორონავირუსის დასადგენ 600,000 ტესტს მიაწვდის

5e9445f8ce7e3
BM.GE
13.04.20 22:00
993
Reuters-ი სანდო გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ კორეა აშშ-ს ხვალ სავარაუდოდ  კორონავირუსის დასადგენ 600,000 ტესტს მიაწვდის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახმარება სახრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინს სატელეფონო საუბრისას სთხოვა, იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდებოდა.

აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აღნიშნული ტესტებით არის აჭურვილი, ხვალ დილის 10:30 საათზე დატოვებს სამხრეთ კორეას და აშშ-ში გაემგზავრება.  

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ დამატებით კიდევ 150,000 ტესტის ექსპორტი იგეგმება აშშ-ში უახლოეს მომავალში. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეამ კორონავირუსის აფეთქების შემცირება სწორედ მასობრივი სწრაფი ტესტირების საფუძველზე შესძლო.