მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა აზერბაიჯანული პროდუქციის იმპორტით არის დაინტერესებული

5d91dfa303742
მიხეილ ხაჩიძე
30.09.19 23:50
1134
სამხრეთ კორეა აზერბაიჯანიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტითაა დაინტერესებული. აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ის ცნობით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში კორეის ელჩმა ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანულ-კორეულ ბიზნეს ფორუმზე გააკეთა.

კიმ ტონგ ოპმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკისა და ბიზნესის მრავალ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.
 
"ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას აზერბაიჯანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის საკითხშიც", - დასძინა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანსა და სამხრეთ კორეას შორის ვაჭრობამ 227 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.