მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა COVID 19-ის ახალ შემთხვევებზე აცხადებს

5e6227b30751f
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 17:30
1319
6 მარტის მონაცმებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ჯამურმა რაოდენობამ 6,284 შეადგინა. ამის შესახებ ინფომაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს.

როგორც ცენტრი აღნიშნავს, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი, 42 შეადგინა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება სამხრეთ კორეის პროვინცია გიონგანგში და დეგუში. სამხრეთ კორეის მთავრობამ ორივე პროვინცია „სპეციალურ საყურადღებო ზონად გამოაცხადა“.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 98,442 შეადგინა; გარდაიცვალა 3,387 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 55,661 ინფიცირებული.