მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა და სინგაპური რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებენ - Reuters

621c766ac8cfa
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 11:17
996
სამხრეთ კორეა და სინგაპური რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებენ. ქვეყნები სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას განიხილავენ. კორეა კი რუსეთის SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეა რუსეთთან მიმართებით ექსპორტის კონტროლს გააძლიერებს და სტრატეგიული პროდუქტების ექსპორტს აკრძალავს. ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან რუსეთის რამდენიმე ბანკის გათიშვის შესახებ დასავლეთს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუერთდება. ამის შესახებ სეულის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

რაც შეეხება სინგაპურს, გამოცემის ინფორმაციით, სინგაპური რუსეთის წინააღმდეგ „შესაბამის სანქციებსა და შეზღუდვებს“ დააწესებს, რაც საბანკო და საფინანსო ზომებს და ექსპორტის კონტროლს მოიცავს იმ პროდუქტებზე, რომელიც შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ იარაღად იყოს გამოყენებული. ამის შესახებ სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.