მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა კარანტინში მყოფი ინფიცირებულების მონიტორინგს GPS აპლიკაციით გეგმავს

5e5f94e554f57
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 00:10
821
სამხრეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა სპეციალური GPS აპლიკაციის გამოშვება, რომლის მიხედვითაც იმ პაციენტების მონიტორინგს მოახდენს, ვისაც კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ფორმა დაუდასტურდა და საკარანტინო პერიოდს სახლში გაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აპლიკაცია კვირის ბოლოდან ამოქმედდება და შესაბამის ორგანოებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, თუკი ინფიცირებული საიზოლაციო პერიოდში სახლის დატოვებას გადაწყვეტს.

როგორც სამხრეთ კორეის მთავრობა იუწყება, ბოლო პერიოდში გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულები საკარანტინო ზონას ტოვებენ და ქალაქში გადაადგილდებიან.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ 5,621 შეადგინა. ბოლო 24 სააათის განმავლობაში 435 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 33 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 41 პაციენტი.