მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეა TESLA-ს $2.2 მილიონით აჯარიმებს

63b3dc7daa5c9
გიორგი თოლორდავა
03.01.23 13:30
682
სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ორგანო ამერიკულ კომპანია Tesla-ს 2.2 მილიონი დოლარით აჯარიმებს. ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით, კომპანია მომხმარებლებს არ აწვდიდა სწორ ინფორმაციას ელექტრომობილების ბატარეებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, Tesla ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილს იდეალურ გარემო-პირობებში ანგარიშობდა და არ ითვალისწინებდა: ტემპერატურას, ქარის სიძლიერეს, გზის საფარის ხარისხს, ტენიანობას, ცვეთას და სხვა მოცემულობებს.

ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ზამთრის დადგომამ. Tesla-ს ელექტრომობილების ათასობით მფლობელმა კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა იმის შესახებ, რომ ცივ დღეებში ელექტრომობილი თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად ჯდებოდა, ვიდრე ეს ქარხნულად იყო გამიზნული. ზოგიერთ შემთხვევაში კი ელექტრომობილის ბატარეა ერთ ღამეში თითქმის სრულად კარგავდა მუხტს.

მარეგულირებლის განმარტებით, Tesla-ს ელექტრომობილები ცივ ზამთარში ორჯერ უფრო სწრაფად კარგავენ ელექტროენერგიას და თითქმის 60%-ით ნაკლები მანძილის გავლას ახერხებენ, ვიდრე ეს ქარხნულადაა გამიზნული, ამ დეტალის შესახებ კი კომპანია მომხმარებელს წინასწარ არ აფრთხილებს და არც ვებ-გვერდზე ავრცელებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებას.

Tesla-ს განმარტებით, ზამთარში მძღოლებმა უფრო ხშირად უნდა დატენონ საკუთარი ელექტრომობილები, თუმცა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 60%-ით გაუარესებულ შედეგებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც წესი, ცივ გარემო-პირობებში ელექტრომობილების შესაძლებლობები საშუალოდ 40%-ით მცირდება, თუმცა სხვა კომპანიებთან შედარებით Tesla-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.