მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეამ კორონავირუსის გამო სწავლა კიდევ ორი კვირით გადადო

5e5cd12e4d5db
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 19:40
873
სამხრეთ კორეამ სწავლა კიდევ ორი კვირით გადადო. ქვეყნის განათლების სამინისტროს განცხადებით, სწავლა 23 მარტამდე არ აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით არდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 26-სს მიაღწია.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 476 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი - 4, 212-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 3, 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89,081 ადამიანი, ხოლო 45,149 პაციენტი გამოჯანმრთელდა.