26.მარტი .2020 12:41

სამხრეთ კორეაში ჩასულ მგზავრებს თვით-საკარანტინე აპლიკაციის გადმოწერა მოუწევთ

views 371
უკან

სამხრეთ კორეის ცენტრალური კატასტროფის დახმარების შტაბის განცხადებით, ევროპიდან და აშშ-დან სამხრეთ კორეაში ჩასულ მგზავრებს საკუთარ სმარტფონებში თვით-საკარანტინო აპლიკაციის გადმოწერა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

აპლიკაცია მომხმარებლებს დაეხმარება გააკონტროლონ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ასევე, შესაბამის ორგანოებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად იცავს მგზავრი საკარანტინე პირობებს.

მათ მიმართ, ვინც საკარანტინე შენობობის დატოვებით საიზოლაციო წესებს დაარღვევენ, პოლიციას მყისიერი რეაქცია ექნება და თუ მგზავრი ქვეყნის მოქალაქე არ არის, მას ქვეყანას დაატოვებინებენ. 

საკარანტინე პირობების დარღვევისთვის პიროვნებას 1 წლამდე პატიმრობა, ან ჯარიმა შეეფარდება, რომლის ოდენობაც 8,150 აშშ დოლარით განისაზღვრა.