მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეაში COVID-19-სგან განკურნებულებმა კვლავ დადებითი შედეგები აჩვენეს

5e9b259f3d41b
თამთა ჯიჯავაძე
18.04.20 20:50
3371
სამხრეთ კორეაში, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ აჩვენა დადებითი პასუხი კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა 163 ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები იყვნენ. ამის შესახებ CNN წერს.

იგივე შემთხვევები იყო ჩინეთში, სადაც კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები კვლავ კოვიდ–დადებითი აღმოჩნდნენ, თუმცა ჩინეთის შემთხვევაში მსგავსი პაციენტების ოფიციალური რაოდენობა ცნობილი არ არის.

ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირდეს ადამიანი?!
 
სამხრეთ კორეაში 7 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან, თუმცა მათი 2,1%–ის შემთხვევაში ლაბორატორიულმა კვლევამ კვლავ დადებითი აჩვენა.

"Covid-19 ყველაზე პრობლემატური პათოგენია, რაც კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია. ეს ძალიან რთული მტერია", – განაცხადა სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

დასავლური მედიის ცნობით, იზრდება საშიშროება იმისა, რომ პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, შესაძლოა არ ჰქონდეთ იმუნიტეტი.