მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის რაოდენობა მცირდება

5e6a2c0098231
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 21:05
1466
სამხრეთ კორეა ბოლო 4 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრ შემცირებაზე აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა ჩინეთის შემდეგ მეორე ყველაზე მეტად დაზარალდა, მას მოჰყვება იტალია და ირანი.

სამხრეთ კორეაში დღეში საშუალოდ 500-მდე ახალი კორონავირუსის შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ ინფექციების რაოდენობამ კლება გასული პარასკევიდან დაიწყო და 438 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შაბათს - 367, კვირას - 248. 12 მარტის მონაცემებით, კი ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხრეთ კორეის მთავრობა შემცირებულ შემთხვევებს უკავშირებს იმ ზომებს, რომელიც ზედმიწევნით იქნა გატარებული ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და აღნიშნავენ, რომ მხოლოდ კარანტინის გამოცხადება ქვეყნაში პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამხრეთ კორეა პროაქტიული იყო საკუთარი მოქალაქეების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის ყოველდღიურად იმართებოდა მედია ბრიფინგები, სადაც ჟღერდებოდა მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით უგზავნიდნენ ინფორმაციას ახალი დადასტურებული შემთხვევების შესახებ.

სამხრეთ კორეამ მკაცრი კონტროლი დააწესა ქვეყანაში შემომსვლელებზე და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა. ასევე ყურადღება მახვილდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

სამხრეთ კორეაში ამ დრომდე დაინფიცირების 7,869 შემთხვევაა გამოვლინდა, გარდაცვლილია 66 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 333 პაციენტი.