მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეაში უკონტაქტო კინოთეატრებს ხსნიან

5ebcffef6657c
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.20 23:30
1116
სამხრეთ კორეა უკონტაქტო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კინოთეატრების განვითარებას ცდილობს პოსტ-კორონავირუსის ეპოქაში. ამის შესახებ ინფრომაციას variety.com-ი ავრცელებს.

სეულის ერთ-ერთ რაიონში კინოთეატრების სამხრეთკორეულმა ქსელმა CJ-CGV დარბაზების უკონტაქტო სამუშაო რეჟიმი უკვე დანერგა.

კინოთეატრების თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებით, ავტომატური სალაროებით, კვების ავტომატური აპარატებით და მობილური აპლიკაციებით ჩაანაცვლეს.

"პროგნოზის მიხედვით მაყურებელთა მოთხოვნა უკონტაქტო სერვისებზე ახალი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გაიზრდება, ჩვენ დავაკვირდებით მომხმარებლების რეაქციას და განვიხილავთ უკონტაქტო სისტემის გაფართოების შესაძლებლობას," - ამბობს CJ-CGV-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

უკონტაქტო სისტემის შემუშავება კიდევ ერთმა სამხრეთკორეულმა კინოთეატრების ქსელმა - Lotte Cinema - დაიწყო. ქსელმა უკონტაქტო მომსახურების რეჟიმი 130 კომპლექსიდან 22-ში უკვე დანერგა. მომხმარებლებს „ხმის ამომცნობი“ სისტემის ხარჯზე შეუძლიათ აიღონ ბილეთები ან შეუკვეთონ სასუსნავი. ბილეთების ყიდვას ვერ შეძლებს დაბალი ასაკობრივი ჯგუფები, რადგან ბილეთის შესაძენად ID ბარათის სკანირებაა საჭირო.