მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის მთავრობა აპირებს, სოციალურად დაუცველებს $6.3 მილიარდით დაეხმაროს

5f54d622c65d6
BM.GE
06.09.20 17:05
880
სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს, პარლამენტს 7,5 ტრილიონი ვონის (6,3 მილიარდი დოლარი) გამოყოფის თხოვნით მიმართოს, რაც კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკის აღორძინების ფარგლებში, მეოთხე დამატებითი ბიუჯეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სამხრეთ კორეის მთავრობა 6.3 მლრდ დოლარის მობილიზებას სახელმწიფო ობლგაციების გამოშვებით აპირებს.

გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრ ეკუთვნის.

„სამხრეთ კორეამ ოთხი დამატებითი ბიუჯეტი ბოლოს 1961 წელს გამოყო, რაც ცხადყოფს, რამდენად სასოწარკვეთილი მდგომარეობაა ახლა“, - განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს, აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველ ფენებს მოახმაროს, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე მუშებს და თვითდასაქმებულებს.