03.თებერვალი.2016 17:26
საზოგადოება

სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს

სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს
სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ფილმს იღებს. Korean Broadcasting System-ის ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.

დოკუმენტური ფილმების რედაქცია Food Odyssey-ის 8 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ალავერდი, თელავი, ალვანი, მესტია და უშგული გადაიღეს. ფილმში ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება.

1 საათიანი ფილმი Korean Broadcasting System-ის ეთერით აპრილში გადაიცემა. ტელეკომპანიის ვებგვერდზე კი საქართველოს შესახებ 15 მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი იტრიალებს.

"საქართველო იდუმალ საგანძურს ჰგავს, თქვენი ქვეყანა უძველესი კულტურით გამოირჩევა. ჩვენ მსოფლიოს 6 ქალაქის: ნიუ-იორკის, პეკინის, ჰონგკონგის, ტოკიოს, ბეირუთისა და თბილისის შესახებ ფილმებს ვამზადებთ. ყოველი ეპიზოდი ხალხს, კულტურასა და კულინარიას ეხება. საქართველოს შესახებ ფილმს კორეაში მილიონობით მაყურებელი იხილავს", - აცხადებს Korean Broadcasting System-ის პროდიუსერი უკ-ჯონგ ლი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით მსგავსი ტიპის გადაცემები, რომელსაც მილიონობით სამხრეთ კორეელი და ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს, ხელს შეუწყობს საქათველოს ცნობადობის გაზრდას და ასევე დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას საქართველოში.

19.აპრილი.2019 22:45
164

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
155

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
221

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 16:51
277

მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:12
78

საზმაუს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 15:02
62

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

ვრცლად