მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს.

6041e89702894
BM.GE
05.03.21 12:14
842
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს პასუხობს.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში Facebook გამოაქვეყნა ვრცელი პასუხი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების სპეკულატურ შეფასებებზე ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ. სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომლის მიმართაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიერ არაზუსტი და არაკომპეტენტური შეფასებები იყო გავრცელებული.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.

წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს.

აღსანიშნავია, რომ EMC-ს მიერ ვითომ „მოპოვებული“ ხელშეკრულება რეალურად არის ოფიციალურად გამოთხოვნილი, როგორც საჯარო ინფორმაცია და ამის გაკეთება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია, რადგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება არის საჯარო დოკუმენტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სრულ მზადყოფნას აცხადებს აუცილებელი განმარტებები პროექტის ირგვლივ მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და გააძლიეროს კომუნიკაცია მოსახლეობასთან”,- ნათქვამია განცხადებაში.