მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ", – აშშ–ის საელჩო

5e69ea9a4547a
BM.GE
12.03.20 11:49
1630
კორონავირუსის გამო დაკეტილი სკოლის პირობებში, აშშ–ის საელჩო საქართველოში სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელებაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. 

"სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ.

ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე.

ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის "ლორაქსია".

შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს 14:00 საათიდან საელჩოს ფეისბუქის გვერდზე", – წერის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.