მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

6273b97e43ed8
BM.GE
05.05.22 16:36
955
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რელიზში წერია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.

ბინების განაწილების ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო.

ილია ღუდუშაურის თქმით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.