მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანი გახდა

6079da330fe55
თამთა ჯიჯავაძე
16.04.21 23:20
671
2021 წლის იანვარ-მარტის თვეებში საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის მარტის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,2% (2,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,2% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან, 10,2% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10,2% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 8,2% (0,4 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის იანვარ-მარტის თვეებში იმპორტის 63,6% (7,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან; 11,8% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან; 11,0% (1,2 ათასი ტონა) - იტალიიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 4,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,0 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 47%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84% (4,2 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 6% (0,3 ათასი ტონა) - ერაყზე.

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,2 ათასი ტონა, რაც 4,1 ათასი ტონით ანუ 28,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84,3% (8,6 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 10,8% (1,1 ათასი ტონა) - ერაყზე; 4,9% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე.

საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან.
რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტს, ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში ის გაიზრდება, რაც დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მატებასთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომლემაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო.