მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმპორტირებული ფქვილის ფასს ადგილობრივი კონკურენციას ვერ უწევს... ყველა კომპანია გაძლებაზეა“

63d157e4a57cc
ალა ისპირიანი
25.01.23 22:00
747
"აგროექსპორტის" დამფუძნებლის, ლევან ჯანაშიას თქმით, იმპორტირებული ფქვილის ფასს ადგილობრივი კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ყველა კომპანია გაძლებაზეა.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ იმპორტირებული ფქვილის თვითღირებულება იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, ფქვილზე ფასი კიდევ შეამციროს, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს.

„ბაზარზე ის სიტუაციაა, რომ მოდი ვინ უფრო დიდი ხანი გაძლებს, რომ ამ გარემოს შეეგუოს. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი შეამცირა“, - ამბობს ჯანაშია.

მისივე თქმით, არის წისქვილკომბინატები, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს და არაპროგნოზირებადი გარემოს გამო აღარც განუახლებიათ.

„ბაზრის 90% ფქვილთან მიმართებაში თავიდან ბოლომდე რუსულ ფქვილზეა დამოკიდებული. ნელ-ნელა სხვა და სხვა წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს, მაგრამ საერთო ჯამში იმდენად არაკონკურენტუნარიანია აქაური წარმოების ღირებულება იმპორტირებულ რუსული ფქვილის თვითღირებულებასთან მიმართებაში, რომ მუშაობა ჭირს. ეს კარგავს მთელ იმ ეფექტს რასაც კონკურენცია ჰქვია. დაახლოებით 3 თვის წინ 80 ლარამდე იყო ასული 1 ტომარა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილის ფასი, თუმცა როგორც კი მოსაკრებელმა დაიწია და ადგილობრივი წარმოება ამუშავდა კონკურენტულმა გარემომ ისეთი სიტუაცია შექმნა რომ 71 ლარამდე ჩამოვარდა ფქვილის ღირებულება. ამის შემდეგ 64-65 ლარზე იყო ჩამოსული, თუმცა იმპორტირებული ფქვილის თვითღირებულება საშუალებას აძლევს იმპორტიორებს კიდევ უფრო დაბლა წაიღონ ფასი,რასაც ადგილობრივი წარმოება ვეღარ უძლებს.

რაღაც მინიმალური ნიშნული არსებობს რომლის ქვემოთაც ადგილობრივი მწარმოებელი ვეღარ წავა, იმპორტირებული პროდუქტის მუხტი კიდევ უფრო მაღალია და ბაზარზე ის სიტუაციაა, რომ გაძლებაზეა ყველა კომპანია, მოდი ახლა ვინ უფრო დიდი ხანი გაძლებს, რომ ამ გარემოს შეეგუოს. ეს ყველაფერი ერთადერთი რაღაცის ხარჯზე მოხდა, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი შეამცირა.

არის წისქვილკომბინატები რომლებმაც საერთოდ შეწყვიტეს მუშაობა და ვეღარც განაახლეს, არიან წისქვილკომბინატები, რომლებმაც არაპროგნოზირებადი გარემოს გამო ჯერ მუშაობა არ განაახლეს, ასევე არიან წისქვილკომბინატები, რომლებმაც ნაწილობრივ განაახლეს მუშაობა, მაგრამ სრული დატვირთვით არ მუშაობენ, რადგან რეალიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. ერთადერთი მოტივი, არის პერსონალის შენარჩუნებაა“, - განაცხადა მან.