მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გჯერათ, რომ მიხეილ ჩხენკელი თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდა? - სანიკიძის პასუხი

6418c6cc1bca4
ალა ისპირიანი
21.03.23 00:40
817
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი გუშინ წარადგინა. უწყებაში მიხეილ ჩხენკელის ადგილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში შეაფასა.

წამყვანის კითხვაზე, - გჯერათ, რომ მიხეილ ჩხენკელი თანამდებობიდან თავისი ნებით წავიდა? - სანიკიძემ თქვა, რომ „დაუჯერებელი არაფერია“.

„დაუჯერებელი არაფერია. თუ გადავხედავთ პერიოდს, რაც ის მინისტრის თანამდებობას იკავებდა საკმაოდ დიდი დრო გავიდა და დამიჯერეთ, დამღლელი და შრომატევადია ეს სამუშაო, ამიტომ გამორიცხული არ არის“, - თქვა მან.

წამყვანის რეპლიკაზე, - ზოგადად შეიძლება თანამდებობა დატოვოს ადამიანმა, მაგრამ ვგულისხმობ დღეებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში იყო... ვერსიები ვრცელდებოდა, რომ მას თითქოს არ ეპატია ის ხმაური, სტუდენტების პროტესტი და შემდეგ ის, რაც უნივერსიტეტებში ხდებოდა, ამიტომ რა ეპატიება ხოლმე განათლების მინისტრს?

„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ განათლების მინისტრი გააკონტროლებს ან ვალდებულია გააკონტროლოს სტუდენტების ქმედებები მაგალითად, უნივერსიტეტებში, პედაგოგების ქმედებები სკოლაში და ა.შ. სკოლა არის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი, მაგრამ პოლიტიკაში ვგულისხმობ განათლების პოლიტიკას და არა პარტიულ ინტერესებს. მინისტრის საზრუნავი სწორედ ამ ბალანსის და როლის დაცვაა, როგორ დაიცვას სკოლა ზედმეტი პოლიტიკური ზეგავლენებისგან.ეს რეციდივი, რაც წავიდა კანონის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს ეკუთვნოდა და არა განათლების სისტემაში მომხდარ რაიმე კონკრეტულ ფაქტს, ამიტომ ამის ასე საუბარი მე მგონი სწორი არ იქნება, თუმცა თუ მან ჩათვალა, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ამისთვის ახალი სისხლი და კადრია საჭირო ეს გასაგებია და არაფერი ტრაგიკული არ არის“, - განაცხადა მან.

სანიკიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ასევე ისაუბრა, თუ რა დოზითაა პოლიტიკა საქართველოს განათლებაში. - თქვენც ამ გუნდის წევრი იყავით. გარედან როგორ ჩანს, შიგნიდან როგორ ჩანდა?

„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მართალი ბრძანეთ, ის რაც ჩანს შიგნიდან, გარედან არასოდეს არ ჩანს. ოდნავი თანხვედრაც არ არის ხოლმე იმდენად განსხვავებულია . გარეთ რაც გამოდის ის არის რაღაცის გამოძახილი, მაგრამ არა იმ სახით და შინაარსით, როგორც შიგნიდან ჩანს და როგორც შიგნით მყოფისთვის ცნობილია, ამიტომ განათლების მინისტრის საზრუნავი ის არის რომ სკოლა, პროფესიული, უმაღლესი, უმაღლესები ნაკლებად, რადგან ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემაა, იმ მავნე ზეგავლენებისგან დაიცვას, რომლებიც მის ირგვლივ იქნება და ერთი რამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა არ ზოგავს თავს იმისთვის, რომ სკოლაში შეიჭრას და თავისი პარტიული ინტერესები გაატაროს. ამ კუთხით ოპოზიციური ძალა უფრო აგრესიულია ხოლმე და ბევრად უფრო ცდილობს ამ სივრცეში შეჭრას და თავის სასარგებლოს ამის გამოყენებას ვიდრე ამას სახელმწიფო აკეთებს.

რასაც თქვენ ხედავთ სახელმწიფოს ან მმართველი პარტიის მხრიდან ბევრად მეტი ჩანს შიგნიდან ოღონდ სხვა პარტიული შემადგენლობების მიმართ. ამას იმიტომ არ ვამბობ ან მმართველი პარტია გავამართლო ან მეორე დავადანაშაულო გეუბნებით მოცემულობას და რეალობას. სახელმწიფოს ვალდებულებაა სკოლა ამ მავნე ზეგავლენებისგან დაიცვას. ასევე არსებობს კანონი რომელიც გეუბნება, სკოლა აპოლიტიკური დაწესებულებაა და კანონი დავიცვათ - ამაში ვგულისხმობ როგორც ოპოზიციურ ძალებს, ისე ხელისუფლებას, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, რადგან ამ ნაწილში სკოლას საკმაოდ მაღალი ავტონომიურობა აქვს. ყველას საზრუნავია და განათლების მინისტრის პასუხისმგებლობაა რომ სკოლა ასეთი ზეგავლენისგან დაიცვას“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კითხვას, - ბევრია თუ არა განათლების მეშვიდე მინისტრი 2012 წლიდან დღემდე, იმ სფეროსთვის როგორიც განათლებაა, როცა 1-2 წელიწადში შეუძლებელია შედეგი დადო? - სანიკიძემ უპასუხა, რომ ბევრია.