მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო ჭუმბურიძე: ევროკავშირის დროშის ჩამოხევა პარლამენტთან ინვესტორისთვის ნიშანია

60ed97f6b6c11
ლიკა გურაბანიძე
13.07.21 21:25
1145

“დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ვითარება სტაბილური არ არის და ის ეკონომიკურად ვითარდება. ასეთი რამ არ არსებობს", - ასე გამოეხმაურა “ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი” სანდრო ჭუმბურიძე 5 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გადაცემაში “საქმიანი დილა”.

როგორც მან განაცხადა, პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკურ სტაბილურობას ქმნის. ხოლო, ეკონომიკური სტაბილურობა თავისთავად ინვესტორების მოსაზიდად საჭირო გარემოს ქმნის.

“როდესაც, 50 ჟურნალისტი და ოპერატორი თავისუფლებიდან 30 წლის თავზე ნაცემია, როდესაც ევროკავშირის დროშა პარლამენტთან ჩამოხიეს, ეს ინვესტორისთვის ნიშანია, ამ ქვეყანაში იგი დაცული იქნება თუ ვერა. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ მოლაპარაკება სასწრაფოდ კონკრეტულ ჯგუფებთან არ დაიწყო, უკვე მათ რწმენას ვკარგავთ. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, გამოსავალი უნდა მოინახოს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ვითარება განიმუხტოს, სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.

უკვე რამდენიმე ათწლეულია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს ქონება პრივატიზებული იყოს. პირდაპირ გეტყვით, ვნახოთ... ამ საკითხის მიმართ მე ოდნავ სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ პრივატიზაციას ყოველთვის სამომავლო გეგმები სდევს თან. სანამ ქვეყანაში სტაბილურობა არ იქნება, ასეთი გეგმების დასახვა, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისგან ნაკლებად მოხდება. რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ ინვესტიციები არ იზრდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ნაკლებად შემოდის და პირდაპირ გეტყვით, რომ როდესაც შენ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ გაქვს ინვესტიციები არც შემოვა ამაშია სწორედ ლოგიკური კავშირი", - განმარტა ჭუმბურიძემ.