მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანდუა“ ეგზოტიკური რძის პროდუქტების წარმოებისთვის ინვესტორს ეძებს

607ac1be33dbf
მარიამ იზორია
17.04.21 20:00
845
ტრადიციული ქილის მაწვნის მწარმოებელი კომპანია „სანდუა“ ეგზოტიკური რძის პროდუქტების წარმოებისთვის ინვესტორს ეძებს - საჭირო ინვესტიცია ნახევარი მილიონი ლარია.

როგორც „საქმის კურსთან“ „სანდუას“ დამფუძნებელი საბა სახვაძე აღნიშნავს, ეგზოტიკური რძის პროდუქტებისადმი ქართველი მომხმარებელი საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს, მიტომ ბრენდი ეძებს ინვესტორს, რომლის დახმარებითაც „სანდუა“ იდეის განხორციელებას შეძლებს.

„ჩვენ გვსურს, ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ქართული ეგზოტიკური პროდუქტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომიც. ამ პროდუქტების სიაში იქნება კამეჩის მაწონი, თხის ყველი, რძე, იოგურტი და სხვა. სამომავლოდ ეგზოტიკური რძის პროდუქტის რეალიზებას ქსელურ მარკეტებში ვგეგმავთ, ხოლო პროდუქტს, რომელიც არ იქნება მალფუჭებადი და ტრანსპორტირებას გაუძლებს, ექსპორტზეც გავიტანთ“, - ამბობს საბა სახვაძე.

ცნობისთვის: „სანდუა“ ორი სახეობის (კამეჩის მაწონი და მაწონი თაფლით) მაწონს 450-მილიგრამიან თიხის ქილებში აწარმოებდა, მაგრამ ამ ეტაპზე წარმოება დროებით გაჩერებულია. კომპანიის მფლობელი ინვესტორს ეძებს.