მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sanofi და GlaxoSmithKline კოვიდ-ვაქცინის კლინიკური ტესტირების კარგი შედეგების შესახებ აცხადებენ

60a26f74cd5b7
ნათია თაქთაქიშვილი
17.05.21 23:30
562
ფრანგული და ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიები Sanofi და GlaxoSmithKline ვაქცინის კლინიკური ტესტირების პოზიტიურ შედეგებზე აცხადებენ. კლინიკური კვლევების მიხედვით მათმა ვაქცინამ ძლიერი საპასუხო რეაქცია აჩვენა 18-იდან 95-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფარმაცევტული გიგანტების განცხადებით, კლინიკური კვლევების მესამე ფაზა მომდენო კვირებში დაიწყება. ხოლო რაც შეეხება ამჟამინდელ კვლევას, მასში 722 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა 21 დღის ინტერვალით მიიღეს.

კვლევების მიხედვით, მონაწილეებს, ვისაც უკვე გადატანილი ჰქონდათ COVID-19-ი, ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემდეგაც მაღალი იმუნური რეაქცია გამოუვლინდათ.

ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით, მესამე ფაზის კვლევებში 35,000-მდე ზრდასრული სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთვება. Sanofi და GlaxoSmithKline აღნიშნავენ, რომ ისინი მუშაობენ იმაზე, რომ მათი ვაქცინის, როგორც დოზის ბუსტერის გამოყენება შესაძლებელი გახდეს, რომელიც თავსებადი იქნება ყველა უკვე არსებულ ვაქცინასთან.

CNN- წერს, რომ ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპის შემდეგ, სავარაუდოდ პრეპარატის დამტკიცება 2021 წლის მეოთხე კვარტლიდან მოხდება.

შეგახსენებთ, Sanofi და GlaxoSmithKline კოვიდ-ვაქცინაზე გასულ წელსაც მუშაობდნენ, თუმცა კვლევები გაჭიანურდა, რადგან მათმა ვაქცინამ ვერ აჩვენა სათანადო იმუნური პასუხი უფროსი ასაკის მოსახლეობაში.