მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები არ მოიხსნება მანამ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს - შოლცი

627037cc58cc4
ალა ისპირიანი
02.05.22 23:43
1199
გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება მანამ მოსკოვი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად შოლცმა, საზოგადოებრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა არასწორად გათვალა, თუ მოელოდა, რომ შეძლებდა უკრაინის ტერიტორიის მოპოვებას, საომარი მოქმედებების დასრულების გამოცხადებას და დასავლეთის ქვეყნების სანქციების მოხსნას.

მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ მიიღებს:”ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა... ეს სიმართლედ რჩება”, - თქვა ოლაფ შოლცმა.