19.მარტი .2023 13:00

სანქციები დაუწესეთ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს - მილიარდერი ბიზნესმენი EU-ს

სანქციები დაუწესეთ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს - მილიარდერი ბიზნესმენი EU-ს
views 624
უკან

მილიარდერი ბიზნესმენი და კრემლის კრიტიკოსი ბილ ბრაუდერი ევროკავშირს მოუწოდებს სანქციები დაუწესოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბრაუდერის თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.