მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების დაწესების შემდეგ რუსულ ფქვილს რუბლში ვყიდულობდით, ახლა იმპორტი შეწყვეტილია - "მარგი"

6261348c3f880
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 15:10
880
ფქვილის იმპორტიორი კომპანია „მარგის“ დირექტორის ნუგზარ ღონიაშვილის ინფორმაციით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, კომპანია ქვეყანაში რუსული ფქვილის შემოტანისას ანგარიშსწორებას რუსულ ვალუტაში - რუბლში ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაცია მან BM.GE-ის დაუდასტურა და განაცხადა, რომ 2 კვირის წინ რუსეთიდან ფქვილის იმპორტი შეაჩერა.

„დღეისთვის ფქვილის იმპორტი შეჩერებული გვაქვს, რადგან რუსულ ბაზარზე ფქვილი მნიშვნელოვნად გაძვირდა ჩვენთვის მომგებიანი აღარ არის მისი შემოტანა. თუ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება არ გამოვრიცხავ შემდეგშიც გავაკეთო შეკვეთები, თუმცა ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს“, - განაცხადა ნუგზარ ღონიაშვილმა.

იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ვალუტაში ახდენენ ანგარიშსწორებას სხვა იმპორტიორები მას არ აქვს. რუსულ ვალუტაში ფქვილის იმპორტის ანგარიშსწორების შესახებ დამატებითი განმარტებების გაკეთება BM.GE-სთან საუბრისას ნუგზარ ღონიაშვილმა არ ისურვა.

ცნობისთვის: სხვადასხვა მედიასაშუალებებთან კომპანია „მარგის“ დირექტორმა რუსულ რუბლში ანგარიშსწორების სირთულეებზე ისაუბრა. ის აღნიშნავდა, რომ ვალუტის რუბლში გადაცვლისას მომსახურების საკომისიო 10% იყო, რაც ბიზნესის რთულ მდგომარეობაში აყენებდა და უძვირებდა პროდუქტს. მისივე ინფრმაციით, რუბლით ანგარიშსწორება ომის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყო და ახლა აქტიურად მიმდინარეობს.