მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, წელს ბელარუსის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება - პრემიერი

63a9aa5610f6e
გიორგი თოლორდავა
27.12.22 00:45
574
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, 2022 წელს ბელარუსის ეკონომიკის 4%-იანი შემცირებაა პროგნოზირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორის მხარდაჭერისა და რუსული სამხედრო ძალებისთვის სტრატეგიული დახმარების გაწევის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრმა სხვა სახელმწიფოებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების არაერთი ზომა მიიღეს, მათ შორის იყო: ტექნოლოგიების მიწოდების შეზღუდვა, ენერგორესურსების ემბარგო და გარკვეული სერვისების მიწოდების აკრძალვა. გარდა ამისა, ათობით მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ ნებაყოფლობით დატოვა ბელარუსის ბაზარი, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი შემცირება მაინც დამაკმაყოფილებელია შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ომის საწყის პერიოდში ანალიტიკოსები ბელარუსის ეკონომიკის კოლაფსს და მშპ-ის 20%-იანი შემცირებას პროგნოზირებდნენ.

მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, წლიური ინფლაციური საშუალო მაჩვენებელი 12%-ის ფარგლებში იქნება, ეკონომიკური ზრდა კი მომავალი წლიდან დასტაბილურდება და, სავარაუდოდ, პოზიტიურ ზონაში გადავა.