მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ - დავით არახამია

62aade9a8bbb5
გიორგი თოლორდავა
16.06.22 11:44
1346
უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი მოქალაქეები და კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს, ბანკებსა და საფინანსო სისტემებს აქტიურად იყენებენ.

„თუ ხარ სანქცირებული რუსი მოქალაქე, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, - განაცხადა დავით არახამიამ „გერმანული მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე, ვაშინგტონში.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შეხვედრაზე არახამიამ ვაშინგტონს მოუწოდა, მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები, რათა შეიზღუდოს სანქციების თავიდან არიდების გზები და საშუალებები.