14.აპრილი.2016 19:09
ეკონომიკა

სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საბანკო სექტორში ისევ შეზღუდვები აქვთ

სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საბანკო სექტორში ისევ შეზღუდვები აქვთ
დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელი ბიზნესმენები საქართველოში საბანკო გადარიცხვებით სარგებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
 
როგორც ცნობილია, ირანს საერთაშორისო სანქციები მიმდინარე წლის დასაწყისში მოეხსნა. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო. მოგვიანებით ცხრა ირანულმა ბანკმა საერთაშორისო გადარიცხვების უმსხვილეს გლობალურ სისტემასთან SWIFT-თან წვდომაც მიიღო, რომლით სარგებლობაც სანქციების გამო არ შეეძლოთ. ამ სისტემას 30-მდე ირანული ბანკი ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფარგლებში, 2012 წელს გამოეთიშა.

საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ირანელი ბიზნესმენები და ტურისტები საბანკო გადარიცხვებს და ასევე პლასტიკური ბარათებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ იყო მოლოდინი, რომ საბანკო ტრანზაქციები ამ დრომდე აღდგებოდა, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდვები ძალაშია. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ ბიზნესმენებს და ტურისტებს თანხები ნაღდი ფულის სახით ქონდეთ. მთვრალაშვილი ამბობს, რომ ტურისტების შემთხვევაში ეს ფაქტი შემაფერხებელი ნაკლებად არის და პირიქით – ირანიდან ტურისტების რაოდენობის ზრდაც ფიქსირდება, თუმცა საინვესტიციო პროექტები შეფერხებულია. მისივე თქმით, ევროპასთან ირანმა ურთიერთობების დალაგება უკვე დაიწყო, დაწყებულია ნავთობის გადატვირთვები, რაც საბანკო ტრანზაქციების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა საქართველოში საბანკო სისტემასთან წვდომა ირანელებს ისევ შეზღუდული აქვთ. ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთი თვის წინ ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმიც ჩატარდა, სადაც იყო დაპირება, რომ საბანკო სისტემაში შეზღუდვები მოიხსნებოდა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, დაგეგმილია უმაღლესი დონის ვიზიტები, შესაბამისად სანქციების მოხსნას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია.

შეფერხებული საბანკო გადარიცხვების გამო ბიზნეს პროექტების დაწყებას ვერ ახერხებს ნაზი ალასანია, რომელსაც ირანელი პარტნიორები ყავს და ირანიდან ბიტუმი შემოაქვს. ბიზნესმენი "კომერსანტთან" ამბობს, რომ პროექტები დაპაუზებულია და ორივე მხარეს აინტერესებს რა არის საბანკო სექტორში გადარიცხვების შეზღუდვის მიზეზი. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ირანულ კომპანიას სერიოზული ინტერესი აქვს სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და შეზღუდვის მოხსნი შემდეგ ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლიდან გააუქმა. 15 თებერვლიდან ირანელებს საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა შეუძლიათ.
მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან სავიზო რეჟიმი მოქმედებდა, რამაც, როგორც სტატისტიკა ადასტურებს, ირანელი ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

წყარო: "კომერსანტი"

24.აპრილი.2019 00:30
86

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად
23.აპრილი.2019 23:00
116

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
353

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
126

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
92

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
124

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად