მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

645e31a70472e
BM.GE
12.05.23 16:28
663
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" ევროკომისიაში დაუდასტურეს.

„დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ პასუხში.

ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს აანონსებს, რომელიც სწორედ მესამე ქვეყნების საშუალებით სანქციების გვერდის ავლაზე იქნება ფოკუსირებული.

წყარო: netgazeti