მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების წესის შესაძლო დარღვევის გამო, საბაჟომ 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა - ხუციშვილი

629fa4d9a56c3
ალა ისპირიანი
08.06.22 00:44
1915
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა. საუბარია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე.

მინისტრის თქმით, ქვეყანა სრულადაა პასუხისმგებელი საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულების პროცესზე.

„თითოეულ ამ ოპერაციაზე ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები - ქვეყნები, საიდანაც აღნიშნული საქონელი იგზავნება საქართველოს გავლით. ამ პროცესში კარგი კომუნიკაცია გვაქვს აშშ-ის შესაბამის ორგანოებთან და ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან. არანაირი კითხვა და ეჭვი არ არის იმაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში სანქციების აღსრულების პროცესი. პირიქით საქართველოს საბაჟო თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოსთვის საიმედო პარტნიორად ითვლება.

როდესაც საქმე ათი ათასობით და ასი ათასობით საბაჟო ოპერაციასთან გვაქვს, გარკვეულწილად შეცდომის დაშვების რისკი არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს საბაჟო საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ონლაინ დისკუსიის დროს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პრაქტიკულ ანალიზსა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს ეხებოდა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არცერთი შემახვევა არ დაფიქსირებულა.