მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანქციებს აქვთ გავლენა ჩვენზეც, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ჩვენი ღირებულებები და მომავალია”- მიშელი

621e131e3199e
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.22 16:37
1463
“პუტინმა აირჩია ომი, რადგანაც თქვენ ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი და ძვირფასო უკრაინელო ხალხო, მაიდანზე აირჩიეთ თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია", - ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ევროპარლამენტი უკრაინის პოლიტიკური, ჰუმანიტარული და თავდაცვითი მხარდაჭერის მექანიზმებზე მსჯელობს, სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თავისი დაპირება შეასრულა და ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს, ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენა.

“მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ამაყ მოქალაქეებს; ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ამ ისტორიულ მომენტში. ჩვენ ვთქვით, რომ ვიქნებოდით ერთიანი და ძლიერი და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, მივიღეთ მძლავრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, გავრიცხეთ რუსული ბანკები SWIFT-იდან, დავაწესეთ სანქციები ოლიგარქების, პოლიტიკური ლიდერების - ვლადიმირ პუტინის და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რუსეთს შევუზღუდეთ მისი სავალუტო რეზერვების გამოყენება, დავაწესეთ სანქციები რუსეთის მთავარი ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ დავაწესეთ სანქციები, რომელთაც აქვთ გავლენა ჩვენზეც და ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით და ფასი, რომლის გადახდაც ღირს, რადგანაც სასწორის მეორე მხარესაა ჩვენი ღირებულებები ჩვენი პრინციპები და ჩვენი მომავალი.

კოლეგებო, ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს და გავაგრძელებთ რესურსების მობილიზებას. უკრაინის პირდაპირი მეზობლები ეხმარებიან დევნილთა მიღებაში, სოლიდარობა არის ასევე თავდაცვითი რესურსების მიწოდებით გამოხატული. ეს გადავწყვიტეთ შაბათს და ამ მექანიზმით ჩვენ უკრაინას ვეხმარებით თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში,” - განაცხადა შარლ მიშელმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. უკრაინას ამ პროცესში მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ლიდერების ნაწილმა, მათ შორისაა სლოვენიის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც თქვა: „თქვენ გაქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა“.