„რუსეთის სახელმწიფო ეკონომიკური გაკოტრების ზღვარზეა“, - ეს განცხადება დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა და მმართველ ძალას კითხვით მიმართა - „სანქციებს არ შეერთებიხართ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ?“
„უკვე შერჩევითი დეფოლტი გამოცხადდა რუსეთში, ვალების გადახდა არ შეუძლიათ და ძალიან ბევრი ეკონომიკის სექტორი არის გაჩერების პირას. ეს არის იმ სანქციების შედეგი, რომელიც არის რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი და რომელიც არის ერთ-ერთი საბრძოლო იარაღი იმისა, რომ გადარჩეს უკრაინა, გადარჩეს საქართველო და რუსეთმა ვერ გაბედოს გამოლაშქრება სხვა ქვეყნებისაკენ. და როდესაც საქართველოს ხელისუფლება სანქციებზე საუბრობს, იტყუება. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე განსაკუთრებულად აკონტროლებენ საბაჟოს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სანქცირებული საქონელი საქართველოდან ვერ შევა რუსეთში“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა რომან გოცირეძემ პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა კონკრეტული საბაჟო კოდი წარმოადგინა და განაცხადა, რომ ეს არის კოდი იმ სამშენებლო მასალებისა რომელმაც გაანადგურა რუსეთის სამშენებლო სექტორი.
„ამ სასაქონლო კოდით რუსეთში შედიოდა და ახლა ვერ შედის უნიტაზები, აბაზანის სისტემები, მილები, ონკანები. სანქციების ქვეშ მოაყოლა ევროკავშირმა და ახლა რუსეთი იმას ფიქრობს როგორმე შემოიტანონ ჩინეთიდან, რაც ორჯერ გაუძვირდებათ, ლოგისტიკის ხაზის აწყობა ძალიან ძნელია, ხარისხიც სხვა არის. გაჩერდა მშენებლობა.
ახლა მინდა მთავრობას მივმართო, საქართველოში რომელიმე ფირმამ რომ იყიდოს 1000 უნიტაზი ევროპაში, შემოიტანოს საქართველოში და შემდეგ მიყიდოს რომელიმე რუსულ კომპანიას, ამას საბაჟოზე ვინმე გააჩერებს? ვერავინ გააჩერებს. რადგან არც კანონი მიგიღია, არც ბრძანება გამოგიცია, არც სანქციებს შეერთებიხარ და სანქცირებულ საქონელს როგორ შეაჩერებთ. თქვენი ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს უკრაინის გვერდით და არ გამოუცხადოს სოლიდარობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ