მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციებს ჩვენი ქვეყანა არა, მაგრამ ბუნება შეუერთდა“- ხილის ექსპორტიორი

623c52692da64
სალომე ჭიპაშვილი
24.03.22 15:29
1210
„სანქციებს ჩვენი ქვეყანა არა, მაგრამ ბუნება შეუერთდა“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ „ფრუტილიას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

„რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. ვერ ხორციელდება ვერც ექსპორტი და ვერც იმპორტი. ამის მიზეზი კი ამინდისგან გამოწვეული სატრანსპორტო კოლაფსია. როგორც ჩანს რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს ჩვენი ქვეყანა არა, მაგრამ ბუნება შეუერთდა“ - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მისივე თქმით, გზები კვირაში ერთხელ იხსნება და მხოლოდ რამდენიმე ერთეული მანქანა გადაადგილდება, რაც დიდ რიგებს იწვევს. მალფუჭებადი პროდუქციისთვის კი ეს რიგები დამღუპველია.

„მეორე პრობლემას რუსეთის გადახდისუნარიანობა წარმოადგენს. სანქციების ფონზე რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ თუ არა პროდუქციის შეძენას, ბუნდოვანია და აქედან გამომდინარე, არსებობს საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ რუსეთის ბაზარი მიმზიდველი აღარ იქნება. თუმცა ამ მოკლე პერიოდში ბაზრების დივერსიფიკაცია შეუძლებელია, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიძიოთ ახალი მიმართულებები“ - აღნიშნა “ფრუტილიას” დამფუძნებელმა.