მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებულ ტვირთს საზღვრიდან, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვაბრუნებთ - ვლადიმერ ხუნდაძე

647dc565067c5
გიგა ბენია
05.06.23 15:44
795
„საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის ვერავინ გამოიყენებს“, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ განაცხადა. BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ უწყება სანქცირებულ ტვირთს საზღვრიდან ყოველდღიურად აბრუნებს.

„ჩვენი მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, შევეცდებით, ჩვენი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. ფაქტობრივად, ყოველდღიურად რამდენიმე ტვირთს ვაბრუნებთ უკან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ფაქტი, ვინმეს მიერ დაფიქსირებული, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენეს, არ არსებობს“, - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

BMG-ის კითხვაზე, საზღვარზე კონკრეტულად რა სახის საქონელს აბრუნებს შემოსავლების სამსახური, ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა:

„ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ესენია: საყოფაცხოვრებო საქონელი, ელექტროტექნიკა, ქიმიური ნაწარმი, საღებავები და ა.შ.