მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოფისე და კომერციული ფართების დაქირავება კიდევ გაიაფდება - Cushman and Wakefield

5f19b3c6b39c3
თათია ჩაფიჩაძე
24.07.20 10:10
1253
საოფისე და კომერციული ფართების ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა, ფასები კი შემცრდა - „კუშმან & ვეიქფილდ ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფასების კლება უფრო ქუჩებზე მდებარე მაღაზიებში შეინიშნება, სავაჭრო ცენტრები კი ჯერ-ჯერობით კოვიდამდე არსებულ ფასებს და დატვირთულობას ინარჩუნებენ.

საოფისე და კომერციულ ბაზრის კვლევის მიხედვით, A კლასის ბიზნეს ცენტრებში საშუალო ფასი -30$-დან 25$-მდე, B კლასის ოფისებში - 18$-დან 16$-მდეა შემცირებული.

„საოფისე ბაზარზე მარტის მეორე კვირიდან დაიწყეს მოიჯარეებმა გასვლა, საგანგებოს გამოცხადებიდან ოფისები დაცარიელდა. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს და ქუჩის მაღაზიებს, იმის გამო, რომ კრიტიკულად შემცირდა გაყიდვები, საგანგებოს გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე დაიკეტა ბევრი მათგანი. ფაქტობრივად სექტორი დაიკეტა პირველი კვარტლის ბოლოს და გაიხსნა მეორე კვარტლის ბოლო თვეს. კარანტინის დროს ორივე სექტორში მიდიოდა მოლაპარაკებები, არ იხდიდნენ ქირას, მეიჯარეების მხრიდან იყო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ცენტრების მხრიდან ნაკლებად მოხდა შეღავათების გაწევა ქუჩის მაღაზიებთან შედარებით. თუმცა მაინც ვხედავთ იმას, რომ ბრენდებს ურჩევნიათ იყვნენ ცენტრალიზებულ სივრცეებში, ვიდრე ქუჩებში. ამიტომ უფრო ქუჩის მაღაზიებს დააკლდა მომხმარებელი.

რაც შეეხება ფასების კლებას, სავაჭრო ცენტრების შემთხვევაში ფასის დიდი ვარდნა არ არის, ქუჩებზე მდებარე მაღაზიების შემთხვევაში კი ქირის ფასმა იკლო. ზოგგან ეს 20%-ია, ზოგგან 2%. არის ადგილები, მაგალითად საბურთალოზე, სადაც 2%-იანი ზრდაც კი დაფიქისრდა. აქედან გამომდინარე რთულია სისტემურად შეფასება. თუმცა ვარაუდი გვაქვს, რომ ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზრდება და შესაბამისად ეს ფასების კლებას განაპირობებს” - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში თეკლა იაშაღაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლები მიწოდება მოთხოვნაზე მეტად იზრდებოდა.

“თბილისში დიდი უცხოური კომპანიები, რომლებსაც დიდი ოფისები სჭირდებათ, სწრაფად არ შემოდიან, ამიტომ ჩვენთან პოპულარულია საერთო სამუშაო სივრცეები. კოვიდმა ასევე გააჩინა სახლიდან მუშაობის ტრენდი და აღმოჩნდა, რომ ბევრს არც სჭირდება თანამშრომლების 100% ოფისში, ამიტომ ფიქრობენ, ხომ არ შეამცირონ ფართები.

ამ ყველაფრის და იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ სამი დიდი სავაჭრო ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, ვფიქრობთ, რომ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დიდი დისბალანსი იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრებში საშუალო ფასი თუ იყო 30-33 დოლარი, ახლა 25 დოლარია, კიდევ დაიკლებს წლის განმავლობაში. B კლასის ოფისები მერყეობს 18-16 დოლარის ფარგლებში და ვვარაუდობთ რომ 14 დოლარამდე ჩამოვა”,- აცხადებს თეკლა იაშაღაშვილი.