ცვლილებები საოფისე სექტორში, სავარაუდოდ, 2021 წელსაც გაგრძელდება, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაცაშია ნათქვამი, სადაც 2021 წელს სექტორში მოსალოდნელ პროცესებზეა საუბარი.
მიმოხილვის ავტორები თვლიან, რომ ბიზნეს ცენტრების დატვირთვის, ფასებისა და მოთხოვნის კუთხით მოსალოდნელი ცვლილებების განსაზღვრისთვის, პოსტ-კრიზისული პერიოდის შედეგები იქნება გასათვალისწინებელი.
„პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად იმოქმედა კრიზისმა ბიზნეს ცენტრების მოიჯარეებზე. რამდენი მათგანი განაგრძობს ოპერირებას პოსტ კრიზისულ პერიოდში? ცვლილებებია მოსალოდნელი ვაკანტური საოფისე სივრცეების ათვისების კუთხითაც. დამსაქმებელთა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ეფექტური საქმიანობისთვის არ არის აუცილებელი თანამშრომელთა 100%-ის ოფისში სიარული. უკვე არაერთი კომპანია განიხილავს საოფისე ფართის შემცირებას. გარდა ამისა, ზოგიერთი კომპანია გეგმავს საერთო სამუშაო სივრცეებში საქმიანობის გაგრძელებას. მოსალოდნელია საოფისე სივრცეების ვაკანტურობის ზრდა, მეორე მხრივ კი მოთხოვნის ზრდა საერთო სამუშაო სივრცეებზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამასთან Cushman & Wakefield Georgia-ში მიიჩნევენ, რო საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირება ფასების ვარდნას გამოიწვევს.
„ბოლო წლებში, B+ კლასის საოფისე სივრცეები მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს A კლასის საოფისე სივრცეებს. ხელსაყრელი პირობების და კარგი მდებარეობის პირობებში, B კლასის ოფისები თანდათანობით უფრო მეტად აქტუალური ხდება და ამ ეტაპზე სექტორის 2/3-ს წარმოადგენს.
რომელი ტიპის საოფისე სივრცეები იქნება უფრო მოთხოვნადი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შემცირდება საიჯარო ღირებულება. თუმცა საიჯარო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რაც როგორც წესი 6 თვიანი ვადით ფორმდება, საოფისე სექტორთან დაკაშირებული ცვლილებები სხვა სექტორებთან შედარებით გვიან გამოვლინდება”, - წერია პუბლიკაციაში.
საკონსულტაციო კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ბიზნეს ცენტრების შემთხვევაშიც, სასტუმრო სექტორში დაგეგმილი პროექტების მსგავსად, საოფისე სექტორიც ბაზრის სრულ აღდგენამდე ჩიხში იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა