მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

5df21c2f03a86
თელარა გელანტია
12.12.19 14:48
1506
2020 წლის 1 იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად, საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ. ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება.

ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად, აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.

"სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმრებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება:

ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით - თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მაგალითად, აბონენტმა (საოჯახო სასტუმრომ) მოიხმარა პირობითად 30მ3 წყალი, 25მ3-ზე გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო 5მ3-ზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით - ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით", - განმარტავენ GWP-ში.