18.აგვისტო .2019 11:10

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

views 236
უკან

საოკუპაციო ძალების მიერ 17 აგვისტოს დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ამის შესხებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 19:00 საათზე ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან

შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა