მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით "საპარტნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველო" და USAID-Zrda რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

5d970fcb2c686
BM.GE
04.10.19 13:22
830
„საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ საქართველო“ და „USAID-Zrda“ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს.

როგორც bm.ge-ის საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია დღეს გორში შედგა.

პრეზენტაციას მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობა, სტუდენტები, ასევე, აადგილობრივი მუნიციპალიტეტების, „USAID Zrda“-ს, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის გუბერნატრის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა მიაწოდეს.

„გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები ადგილობრივების დამაგრებას, მათი შემოსავლების ზრდას, ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოფლის გაძიერებასა და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ლომიძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. USAID-Zrda-ს მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 500 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით უზრუნველჰყობს. პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ის ოდენობით, დარჩენილ 90%-ს „სტარტაპ საქართველო“ შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“-ს ბენეფიციარს ჯამურ თანხას გაუორმაგებს.

სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.