მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება

BM.GE
06.07.23 17:21
194
სტატიაში საუბარია:
პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება. ახალ მუზეუმში ციფრულად იქნება მოყოლილი ქართულ ენაზე ხელნაწერებისა და ბეჭდური გამოცემების შექმნის ისტორია. ამავე სივრცეში განთავსდება ინსტალაციები, რომლებიც მსოფლიო დამწერლობის ისტორიასაც გვამცნობენ. მუზეუმის ტექნიკურად აღჭურვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს გაფორმდა.