მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს, შალვა პაპუაშვილი საჭიროებას ვერ ხედავს

62174a7d371c0
თელარა გელანტია
24.02.22 13:00
722
„არ მგონია, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება იყოს“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოთხოვნას.

„არ მგონია, საგანგებო სხდომა საჭირო იყოს. მე ვაპირებ შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. ახლა მთავარია, ომის შეჩერება და ამის ერთადერთი ინსტრუმენტია საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განუცხადა, ოპოზიცია გეგმავს, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.

"ასეთ რთულ ვითარებაში ძალიან მძიმეა იმის თვალყურის დევნება, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. ეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაუბრება. ახლა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა იდგეს აქ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არა გვაქვს. მოქალაქეებს არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ის რაც უკრაინაში ხდება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება განცხადებებს უკვე უნდა აკეთებდეს, რასაც ვერ ვხედავთ.

პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარესაც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია. ასეთ ვითარებაში პარტიულობის დროს არ არის. ჩვენ შეთანხმებული მოქმედებები გვჭირდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.