01.სექტემბერი .2019 16:09

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე ჩაინიშნა

views 551
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე ჩაინიშნა. შეკრება პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მთავარი განსახილველი თემა მოქმედი პრემიერის მამუკა ბახტაძის გადადგომა იქნება. ერთი წლისა და ორი თვის მმართველობის შემდეგ, მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებს, რაც ავტომატურად მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას გამოიწვევს.

BMG-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, პირველი ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა