10.სექტემბერი .2019 11:20

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

views 772
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა. მისივე ცნობით, შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

აღნიშნულის თაობაზე წერს Front News International-იც. შოთა შალელაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შალელაშვილი ფრაქცია "მრეწველების" წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს შოთა შალელაშვილს არაერთი ხმაურიანი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის პარლამენტში დაჯგუფებების არსებობის შესახებ.

დეპუტატი აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად დაჯგუფება იღებდა და ამ დაჯგუფების წევრებად პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუნდს ასახელებდა.

შოთა შალელაშვილი არც აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკას მორიდებია, მათ შორის იყო განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით, როდესაც მან სახალხო დამცველი გააკრიტიკა.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით", - აცხადებდა დეპუტატი.

შოთა შალელაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრასთან დაკავშირებით საარჩევნო ბარიერის მინიმუმამდე დაწევის ინიციატივით გამოვიდა.

ასევე, დეპუტატმა ინიციატივით მიმართა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს მთავრობა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქის ოფიციალურად აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას შეერთებოდა და ყოფილიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 60 წლის შალელაშვილს, რომელსაც ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ, განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს იყო მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი; "ინტერის", "დაგრეგოს", "ოპალლის", "ტრანსსერვისის", "სანტრეას" და "სავინიონის" დირექტორი.

შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის პირველი დეპუტატია, რომელიც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა