მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება - გიორგი კაკაურიძე

634402c79a18b
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.22 16:40
525
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ რეფორმირების შემდეგ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს. ამასთან, მისი განმარტებით, ფონდიდან სახელმწიფო რკინიგზა და GOGC-ი გამოვლენ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ფუნქცია უნდა იყოს ისეთ სექტორებში ინვესტირება, რომლითაც კერძო სექტორი ნაკლებად ინტერესდება.

“საპარტნიორო ფონდიდან მსხვილი კომპანიები, საქართველოს რკინიგზა და GOGC-ი გამოვლენ და ფონდი ეფექტური მენეჯმენტით შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას და ამ ინვესტიციების მართვას, რაც ფონდს აქვს.

ფუნქცია იქნება ერთი, რომ განახორციელოს ინვესტიციები ისეთ სექტორებში, სადაც კერძო სექტორი შედარებით პასიურია. შესაბამისად, ფონდმა უნდა მოიზიდოს ინვესტიციები და მისი თანადამფინანსებელი უნდა გახდეს. ფონდი უნდა იყოს მინორიტარული მესაკუთრე და გადაწყვეტილების მიმღები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს იმ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც საპარტნიორო ფონდის საქმიანობას დაარეგულირებს. ფონდის დაფინანსების წყარო კი მოზიდული ინვესტიციები იქნება. ფონდის დაფინანსება არ მოხდება არც ბიუჯეტიდან და არც მსხვილი საწარმოების დივიდენდებისგან,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საპარტნიორო ფონდს 2021 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2020 წლის შედეგების მიხედვით, ორგანიზაციის კონსოლიდირებული ზარალი 195.8 მილიონი ლარი იყო.

საპარტნიორო ფონდის აქტივები ამჟამად 4,6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.1 მილიარდი ლარი იყო.